გიორგი ალიმბარაშვილი

სასწავლო განყოფილების უფროსი
ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრი
ქორეოგრაფ - ქორეოლოგი

განათლება:
2009 -2011 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა - ქართული ცეკვის და სადადგმო ხელოვნების პედაგოგი
1996 –2000 თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ხელოვნების ფაკულტეტი - ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი
1990 – 1995 ი.ი. სუხიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა - სტუდია მოცეკვავე - მსახიობი

სამუშაო გამოცდილება:
1995 – 2004 ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური თეატრი - ბალეტის მსახიობი
1998 -1999 საქტელერადიო დეპარტამენტის ხალხური შემოქმედების რედაქცია „ლაშართან“ არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „ლაშარელა“ პედაგოგ- ქორეოგრაფი
2000-2001 და 2013-2017 საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „მერანი“ ქორეოგრაფ - რეპეტიტორი
2003 – 2008 თბილისის კულტურის კოლეჯის ქორეოგრაფიული მიმართულების ქართული ცეკვის, სადადგმო ხელოვნების და ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი
2007 – 2012 ხალხური შემოქმედების სტუდიის „ერულა“ პედაგოგ- ქორეოგრაფი
2008 – 2013 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის - სადადგმო ხელოვნება - მასწავლებელი
2011 -2018 თბილისის 133-ე საჯარო სკოლის ქართული ცეკვის მასწავლებელი
2012 – 2013 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების სამაგისტრო პროგრამის არჩევითი დისციპლინის - ცეკვის ჩაწერა , ქორეოგრაფიული ნაწარმოების ფიქსირება - მასწავლებელი
2012 –2014 მომავლის პროფესიული სკოლა - კოლეჯის ქორეოგრაფიული მიმართულების ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ნიმუშების დისციპლინის მასწავლებელი

სადადგმო პრაქტიკა (დადგმული ცეკვები):
1998 გ. შავგულიძის სახელობის თეატრი „სახიობა“ ფ. ჯოვანინი „მინისტრის საძინებლის ციებცხელება“
1998 თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი „სტუდენტური დღეები-98“ დასკვნითი კონცერტი - ქორეოგრაფიული სურათი „ფეხბურთი“
1999 გ. შავგულიძის სახელობის თეატრი „სახიობა“ დ. კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“
2004 თბილისის ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების კათედრა - შ. დადიანი „გუშინდელნი“
2007 თბილისის ს. ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - მ. ჯავახიშვილი „თეთრი საყელო“
2012 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სანახაობრივ ღონისძიებათა დიზაინი - დიპლომის პრეზენტაცია „ფიროსმანი“
2015 გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - აკაკის ლექსებით მოთხრობილი ამბავი „სამეფოო, ძველთა ძველო“
1998 - დან სიმღერის ფოლკლორულ ანსამბლებში „ლაშარელა“, „ახალუხლები“, „ამარტა“ , „კერია“, „სათანაო“, „ ადილეი“ და სხვ.

კონფერენციები / სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტები:
1999 თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტთა VI სამეცნიერო კონფერენცია „შრომის შემოქმედებითი როლი ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში“
1999 საქართველოს პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო-პედაგოგიკური კონფერენცია „სწავლების აქტუალური პრობლემები“ ( ქ. ტყიბული)

წიგნები და სამეცნიერო პუბლიკაციები:
2009 იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის N 25 შრომების კრებული „საზრისი“ – „სასკოლო რეფორმა და მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა ეროვნული ტრადიციების საფუძველზე“ (თანაავტორი)
2006 ფოლკლორის ეროვნული ფონდის გამოცემა წიგნი - ალბომის ქართული ფოლკლორის საგანძური „ფოლკლორული ანსამბლები“ ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი და ტექსტის ავტორი

წარმატება და გამოცდილება:
2010 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ქ.ბათუმში გამართული „მასტერკლასები ქორეოგრაფიაში“ მონაწილე
2010 საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ რაჭის რეგიონში ჩატარებული ფოლკლორული ექსპედიციის ჯგუფის წევრი
2010 საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 2011 წლის სტიპენდიანტი
2012 საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის „მეგობართა კლუბის“ წევრი
2017 ეროვნული ცეკვების ფედერაციის ღონისძიება „ქართული ცეკვის I ოლიმპიადა“ - ჟიურის წევრი
2017 შემოქმედებითი ორგანიზაცია „ტალანტების ფოიერვერკი“ IV საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი - კონკურსი „თბილისი მასპინძლობს ტალანტებს“ - ჟიურის წევრი
2018 ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის ინიციატივით გამართულილექცია - ვორკშოპის - „ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და მუსიკის ზოგადი მახასიათებლები და საშემსრულებლო თავისებურებები“ ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი