ქართული ცეკვის სტუდია "შავლეგო"

საუკეთესო პირობები თქვენი შვილებისთვის !

ცეკვა სილამაზის ხელოვნებაა
ისტორია

მსოფლიოში იშვიათია ერი, რომელსაც თავისი წეს-ჩვეულებები ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში ასე კარგად ჰქონდეს ასახული, როგორც ქართველ ხალხს.

ცნობილი ძველი ბერძენი ექიმები ცეკვას სამკურნალოდ იყენებდნენ, ხოლო ძველ ელადაში, გიმნაზიაში, ფილოსოფიასთან და პოეზიასთან ერთად თანაბრად ასწავლიდნენ საცეკვაო ხელოვნებას.

ქართული ცეკვის ანსამბლი შავლეგო დაარსდა 1952 წელს ქ.თბილისში, N139-ე საჯარო სკოლის ბაზაზე, ჭიჭიკო ბოხუას ხელმძღვანელობით. შექმნის დღიდან ანსამბლი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მრავალ კულტურულ ღონისძიებაში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ანსამბლმა არაერთი პრიზი და სიგელი მოიპოვა ფოლკლორულ ფესტივალებსა და კონკურსებში, სხვადასხვა დროს იმოგზაურა ევროპისა და აზიის ქვეყნებში: საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, საბერძნეთში,იტალიაში, თურქეთის ყველა ქალაქში, ჩეხეთში, ავსტრიაში, სლოვაკეთში, კიევში და სხვა. გარდა ამისა ანსამბლი ნამყოფია ყოფილი პოსტსაბჭოთაკავშირის ქალაქებში, მოსკოვში, თოთხმეტჯერ სანქტ-პეტერბურგში. ანსამბლის ყოველი გამოსვლა ფესტივალებზე თუ სოლო კონცერტებზე ფრიად წარმატებული იყო.

1995 წლიდან ანსამბლს სათავეში ჩაუდგა დავით ბოხუა, რომელმაც წარმატებულად გააგრძელა ოჯახის ტრადიცია. დღეს ანსამბლის რეპერტუარი ძალიან მდიდარია, რამაც საშუალება მოგვცა, შექმნილიყო ორ საათიანი შოუ პროგრამა.

მართლაც ძლიერი ბავშვები გაერთიანდნენ ანსამბლის სახელის სადიდებლად და ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში მარადაიული ადგილის დასამკვიდრებლად. მიზანი ერთია- ძლიერი ანსამბლი! მთავარი ქორეოგრაფი დავით ბოხუა არ იშურებს დროსა და ენერგიას, რათა მოცეკვავეებში გააღვიძოს პატიოსნების, თავაზიანობის და სიმამაცის გრძნობა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სამშობლოს მოსიყვარულე პატრიოტებად.

მათი სამშობლო საქართველოა!

ქორეოგრაფები

ხატია დვალი
ხატია დვალი
თათია გულდედავა
თათია გულდედავა
სალომე კორკოტაშვილი
სალომე კორკოტაშვილი
თამარ მეკოშკიშვილი
თამარ მეკოშკიშვილი
გიორგი კალანდაძე
გიორგი კალანდაძე
გიორგი ალიმბარაშვილი
გიორგი ალიმბარაშვილი
გიორგი ბოხუა
გიორგი ბოხუა
დავით ბოხუა
დავით ბოხუა

კონტაქტი

ბერბუკის 1 სპორტის სასახლესთან
ტელ:. 544 444 555

ვაჟა-ფშაველას გამზირი 3კვ. შავიშვილის 19.
ტელ:. 544 444 000

სტუდიის დირექტორი - დავით ბოხუა
ტელ:. +99599 53 51 31

მერვე ლეგიონის დასახლება ლაღიძის 20. 139 საჯარო სკოლა.
ტელ:. 599 53 51 31

მეილი: shavlegogds21@gmail.com

მეილი: shavlego1@yahoo.com

მენეჯერი მარიამ ფარცვანია
ტელ:. +99598 91 92 89